ესფოინთი

გარანტია

  • გაყიდვის შემდეგ დაზიანებული ნივთის შეკეთებას ქვემოთ მოცემული პირობების მიხედვით;
  • საგარანტიო პერიოდში მოწყობილობის უფასო და აუცილებელ შეკეთებას, რაც მოიცავს პროგრამულ მომსახურებას, შეკეთებას და სათადარიგო ნაწილს.
  • სარემონტო ვადას კომპანიის მიერ დადგენილი წესების თანახმად, რომელიც განისაზღვრება შესაკეთებელი ნივთის სერვისცენტრში წარდგენიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით.
  • ნივთს გახსნისთანავე (ყიდვის მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი. (აუცილებელია ნივთის ვიზუალური დათვალიერება ყიდვის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ვიზუალური დეფექტის გამო მოწყობილობა აღარ შეიცვლება);
  • ნივთს შეძენიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი (აქ არ იგულისხმება ვიზუალური დაზიანება და პროგრამული ხარვეზი). იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშეა შენარჩუნებული და აღნიშნულ ვადაში პროდუქტი წარმოდგენილია სრული კომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთით;
  • ნივთი ვერ შეკეთდა სერვისცენტრში ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში; ნივთი შეიცვლება იდენტური ან მსგავსი მახასიათებლების მქონე ნივთით, ხოლო თუ ასეთი ნივთის შეთავაზა შეუძლებელია, კლიენტს უბრუნდება თანხა, იდენტური ან მსგავსი მონაცემების მქონე მოწყობილობის საბაზრო ფასის ოდენობით დაბრუნების მომენტისათვის.
  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია;
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია, შეცვლილია ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი;
  • ნივთის ყუთი დაკარგულია ან დაზიანებულია;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულებისთვის შეუსაბამო მიზნით;
  • დაზიანება სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულებამ გამოიწვია;
  • მოწყობილობა დააზიანა მომხმარებელმა ტრანსპორტირებისას;
  • მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდით განთავსებული სხვა მოწყობილობის გამო;
  • მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით;
  • დაზიანება კომპიუტერულმა ვირუსმა ან შეუსაბამო ფაილებმა გამოიწვია;
  • დაზიანება მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევამ განაპირობა;
  • დაზიანება ელ.ქსელის გაუმართაობის (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმის დანესტიანების, კოროზიის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების ან პირობების დარღვევის, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგია;
  • ტექნიკაზე რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული, მაგალითად: გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი. ასევე სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტრო მოწყობილობის წყალში/სითხეში მოთავსება რეკომენდირებული არ არის. აღნიშნული გაფრთხილება ეხება იმ მოდელებსაც, რომლებზეც მწარმოებელი კომპანია ადასტურებს, რომ არის „წყალგამძლე“. იმისათვის, რომ მოწყობილობაში წყალი/სითხე არ შევიდეს, საჭიროა მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში ხვდება სითხე/წყალი. 
  • მოწყობილობაში წყლის/სითხის შეღწევის შემთხვევაში, კომპანია იხსნის ვალდებულებას მის შემდგომ საგარანტიო მომსახურებაზე.
  • ჰითსის მოწყობილობებზე გარანტია არ ვრცელდება გამახურებელი ფირფიტის/ნემსის დაზიანებაზე, თავსახურზე და ცვეთად დეტალებზე
  • გარანტია არ ვრცელდება დამტენ მოწყობილობებსა და აქსესუარებზე.
  • ჰითსის მოწყობილობებზე – 3 თვე (სარემონტო მომსახურება, პროგრამული მომსახურება, სათადარიგო ნაწილები)
  • სმარტ საათებზე – 7 დღე (ნივთის გადაცვლა, პროგრამული მომსახურება, სათაარიგო ნაწილები)
  • ყურსასმენებზე – 7 დღე (ნივთის გადაცვლა, პროგრამული მომსახურება, სათაარიგო ნაწილები)

Lorem ipsum dolor (2019)

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec…

Lorem ipsum dolor (2019)

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec…